ხცისის საჯარო სკოლაში სკოლის ყოფილი დირექტორის, ციცინო ბურნაძის ხსოვნის საღამო გაიმართა, რომელიც მისი დაბადების 75-ე წლისთავს ეძღვნებოდა.
საღამოზე მოსწავლეებმა ყოფილი დირექტორის მიერ სხვადასხვა თემატიკაზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს ცეკვები, შესრულდა მის ლექსებზე დაწერილი სიმღერაც.
საღამოს ციცინოს ბურნაძის კოლეგები, მეგობრები, ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.
საღამო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ეკატერინე ლომსაძემ მოამზადა.
იხილეთ ფოტოები