შეუძლია თუ არა სკოლას არდადეგების ვადაზე ადრე გამოცხადება - დოკუმენტი
23-02-2023

საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს იწყება და ერთი კვირა გაგრძელდება. იქამდე კი სკოლები კიდევ ერთ დღეს - 3 მარტს დაისვენებენ.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უამინდობის გამო მოსწავლეები სკოლაში სიარულს ვერ ახერხებენ. etaloni.ge-ს არაერთმა მშობელმა და პედაგოგმა მიმართა კითხვით, შეუძლია თუ არა სკოლას, არდადეგების 8 მარტამდე გამოცხადება, შემდეგ კი გაცდენილი დღეების შაბათის ხარჯზე ანაზღაურება?

როდიდან იწყება ერთკვირიანი არდადეგები სკოლებში - განმარტება

ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საჯარო სკოლებისთვის სასწავლო კვირა ხუთდღიანია. საჭიროების შემთხვევაში, დასაშვებია კვირაში ექვსდღიანი სწავლებაც. კერძოდ, ექვსდღიანი სწავლება დასაშვებია, თუ:

  • სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე სკოლა გადაწყვეტს ყოველდღიური საათობრივი ბადის განტვირთვას
  • გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო სკოლაში გაცდება სასწავლო დღე/დღეები. ამ შემთხვევაში სკოლა ვალდებულია ინფორმაცია მიაწოდოს სამინისტროს;
  • ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განსაზღვროს დასვენების დღედ სამინისტროსთან შეთანხმებით“.
ბაღებში საგაზაფხულო არდადეგები არ იქნება - შუასემესტრული დასვენება სააღმზრდელო დაწესებულებებზე არ ვრცელდება

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თუ სკოლა საჭიროდ მიიჩნევს, მას უფლება აქვს, დასვენების დღეები გამოაცხადოს, შემდეგ კი გაცდენილი დღეები აანაზღაუროს.

შეგახსენებთ, რომ საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს - ოთხშაბათ დღეს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203