სტატუსის შეჩერება და სხვა უმაღლესში გადასვლა - განათლების მინისტრის ბრძანებით კანონში ცვლილებები შევიდა
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ კანონში ცვლილება შევიდა. აღსანიშნავია, რომ ბრძანების მიხედვით, სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია: პირადი განცხადება (მიზეზის მითითების გარეშე); უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა, გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა; ორსულობა, მშობიარობა, ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება; ფინანსური დავალიანება ან დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა გარემოება, გარდა სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტისა.
სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები კი განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით.
რაც შეეხება მობილობის უფლებას, სტუდენტს ის წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული არ ვრცელდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე, რომელსაც სტატუსი შეუჩერდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება ან თუ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს შეუწყდა სტატუსი, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად.
დაწესებულებისათვის ავტორიზაციაზე უარის თქმით, ავტორიზაციის გაუქმებით ან ავტორიზაციის ვადის გასვლით, ასევე, დაწესებულებისათვის სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის, საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმით, აკრედიტაციის გაუქმებით ან აკრედიტაციის ვადის გასვლით დაწესებულების მიერ პროგრამის განხორციელების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შესაბამისი გარემოების დადგომიდან მხოლოდ ერთხელ, რიგგარეშე მობილობა ტარდება გამარტივებული წესით: