ბოლნისის N1 საჯარო სკოლაში გაზაფხულის დღესასწაულებისადმი მიძღვნილი საღამო ჩატარდა.
ღონისძიების პირველ ნაწილში მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მათ პედაგოგებს ლექსები, სიმღერები და ცეკვები მიუძღვნეს, ასევე მსოფლიოს გამოჩენილ ქალბატონებზე, ქალის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო შემეცნებით-გასართობ აქტივობებს, რამაც დიდი ინტერესი და მხიარულება გამოიწვია პედაგოგებში.
მნიშვნელოვანია, ის რომ სკოლაში ტრადიციად იქცა, ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგებისთვის ვარსკვლავის გახსნა (სკოლას შემუშავებული აქვს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც აჯილდოვებს პედაგოგებს).
ამჯერად ვარსკვლავი პედაგოგს ქეთო დადვანს გაუხსნეს.
საღამომ შინაარსიანად და ხალისიანად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები