დედაენის კვირეული ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში
23-04-2018

ხაბელაშვილების საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო.

თემატური ღონისძიებები სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების მიერ მომზადდა და ჩატარდა.

კვირეულის ფარგლებში, დასკვნით კონცერტს ესწრებოდნენ: პროექტ  „ასწავლე საქართველოს“ ხელმძღვანელი ლალი წიკლაური, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და მარინა შარაშიძე. ასევე, შუახევის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსი სპეციალისტები - გოჩა მიქელაძე და ვლადიმერ თავდგირიძე.

ხაბელაშვილების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემატური წარმოდგენა დადგეს. მოწვეული საზოგადოების წინ, მათ ქართული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.

სასწავლო ნაწილის ინფორმაციით, აღნიშნულმა აქტივობამ დიდი მოწონება დაიმსახურა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203