200-მდე სკოლა უამინდობის გამო დაიხურა - დიდთოვლობა აშშ-ში
23-02-2023

აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში უამინდობაა. ძლიერი ქარისა და ინტენსიური თოვის გამო დაკოტას, მინესოტასა და უისკონსინის შტატებში 200-მდე სკოლა დაიხურა, გადაიდო 1 700-ზე მეტი ავიარეისი.

აშშ-ის ხელისუფლება ქვეყნის 50 მილიონზე მეტ მოქალაქეს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ცალკეულ შტატებში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც გზებზე გადაადგილების პრობლემა შექმნა.

სინოპტიკოსები უამინდობას მომდევნო დღეებშიც ვარაუდობენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203