„ყველაფერი ჩახჩახებს სიყვარულის ხარჯითა“ - ეკის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
23-04-2018
ეკის საჯარო სკოლაში დედა ენის დღეს საზეიმო ღონისძიება - „ყველაფერი ჩახჩახებს სიყვარულის ხარჯითა“ მიუძღვნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ქართული ენის შესახებ დაწერილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს და ქართველი კომპოზიტორების სიმღერები შეასრულეს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ლამაზი და შთამბეჭდავი გამოვიდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203