ჩხორიის საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით კონკურსები ჩატარდა
23-04-2018
ჩხორიის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა. 

ისტორიის მასწავლებელის მაია არახამიას და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების თეა ფიფიასა და მაყვალა ჯგუბურიას ორგანიზებით სკოლაში შემდეგი ღონისძიებები მოეწყო:

1. ლიტერატურული ესეების კონკურსი
2. კედლის გაზეთების კონკურსი 
3. კონკურსი კალიგრაფიაში 

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციისთვის შეირჩა მოხსენებები, რომლებიც ეხებოდა ქართულ და ქართველურ ენებს, მათ ისტორიულ და დღევანდელ კონტაქტებს სხვა ენებთან; ზოგადად ენის წარმოშობასა თუ ქართული დამწერლობის განვითარების საფეხურებს.

კვირეული დასრულდა ღონისძიებით, სადაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები უფროსკლასელებთან ერთად, დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგნენ ლექსებითა და სიმღერებით, რომლის თემატიკაც დედაენას ეხებოდა, შესრულდა ქართული ნაციონალური ცეკვა. 

ღონისძიება სკოლაში ტრადიციულად ყოველ წელს ტარდება. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203