ტურცხის საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული ორიგინალურად ჩატარდა
23-04-2018

ქართული ენის კვირეული ტურცხის საჯარო სკოლაში - დირექციისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მოეწყო კონკურსი  -  „ვინ უკეთ წერს?“.  მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

პარალელურად, ხელნაწერი ბარათები მომზადდა და ვეფხისტყაოსნის საჯარო კითხვა გაიმართა.

ამავდროულად, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ტურცხის საჯარო სკოლაში აჩვენეს დოკუმენტური ფილმი  - „დამწერლობის ისტორია, ქართული დამწერლობა“.

კვირეულის დასასრულს კი,  კონკურსის („ვინ უკეთ წერს?“) მონაწილეთაგან  სამი გამარჯვებული გამოვლინდა, რომელთაც  ქართული ენის კათედრის მიერ, თამარ დევდარიანის ხელმძღვანელობით, სიგელები გადაეცათ.

სკოლის დირექცია კოლეგებსა და მოსწავლეებს მონაწილეობისათვის მადლობას უხდის.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203