საზღვარგარეთ ოჯახის გამგზავრება არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გასულ სასწავლო წელს მოსწავლეებმა სწავლა შეწყვეტეს - აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ მიერ მომზადებული კვლევაში ვკითხულობთ.
2020-2021 და 2021-2022 აკადემიურ წლებს შორის სწავლის შეწყვეტის გამომწვევ მიზეზებში მკვეთრი სხვაობაა: მნიშვნელოვნად მატულობს მიზეზი - საზღვარგარეთ ოჯახის გამგზავრება. ამის საპირისიროდ, შემცირებულია სწავლის შეწყვეტა ზედიზედ გაცდენის ზღვრული რაოდენობის გამო.
აღსანიშნავია, რომ სწავლის მიტოვების მაჩვენებლის მიხედვით დინამიკა ცხრაწლიან ჭრილში კლებადია.
2013-2014 წელს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელი 14057 მოსწავლეს შეადგენდა. ამ მაჩვენებლის კლება თვალსაჩინოდ დაიწყო 2019 წლიდან, თუმცა, უკანასკნელ წელს სწავლის შეწყვეტის მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა წინა აკადემიურ წელთან შედარებით 2021-2022 სასწავლო წელს სწავლა 8846-მოსწავლემ შეწყვიტა.