ინკლუზიური განათლების მიმართულებით მასწავლებლის სახლი ტრენინგს ჩაატარებს
24-02-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობისა“ და „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამების თანამშრომლობის ფარგლებში 27 თებერვალს 17:00 საათზე, მშობლებისათვის გაიმართება ვებინარი თემაზე - „როგორ გაუმკლავდნენ მშობლები მოზარდთა გარდატეხის ასაკთან დაკავშირებულ სირთულეებს“.

შეხვედრაზე განხილული იქნება გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული მოზარდთა განვითარების თავისებურებები.

მშობლებს საშუალება ექნებათ მიიღონ რეკომენდაციები - მოზარდების ასაკობრივი, ქცევითი და ემოციური სირთულეების გადალახვისა და შვილებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარების შესახებ.

შეხვედრის მოწვეული სტუმარი:

ფსიქოლოგი, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოკონსულტანტი - ნინო გოგიჩაძე.

შეხვედრის ფასილიტატორი:

ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კონსულტანტი - ნინო ნიკოლეიშვილი.

შეხვედრა ჩატარდება პლატფორმა Teams-ის საშუალებით.

ვებინარზე დასასწრებად გამოიყენეთ ბმული.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203