ბაღში ბავშვს დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს - რა წერია ახალ დოკუმენტში
01-03-2023

საბავშვო ბაღებში, აღსაზდელს უნდა შეეძლოს, როგორც აქტივობებში მონაწილეობა ასევე განმარტოება და დასვენება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გამოქვყენებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებით წესში ვკითხულობთ.

უფრო კონკრეტულად, სტადარტში გაწერილია, რომ საბავშვო ბაღების დაწესებულების შიდა და გარე სივრცეების მოწყობამ უნდა უზრუნველყოს კურიკულუმით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.

ბაღებისთვის ავტორიზაციის შეწყვეტისა და გავლის დროებითი წესი დამტკიცდა - ახალი სტანდარტი ცნობილია

  1. ჯგუფური ოთახის და გარე სივრცის ფიზიკური გარემოს მოწყობა განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია;
  2. დაწესებულების შიდა და გარე სივრცეში საგანმანათლებლო  რესურსების ორგანიზება განსახორციელებელი კურიკულუმის შესაბამისია და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია;
  3. ჯგუფური ოთახები მოწყობილია იმგვარად, რომ ბავშვს აქვს აქტიურ და პასიურ, მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში მონაწილეობის, ასევე დასვენებისა და განმარტოების შესაძლებლობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203