სართიჭალის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე შემაჯამებელი საღამოთი აღნიშნეს
23-04-2018
სართიჭალის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის სამოქალაქო განათლების პროექტი „განაახლე ბიბლიოთეკა“-ს შემაჯამებელი საღამო გაიმართა. 

საღამო წიგნის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, თავიანთი საყვარელი მწერლებისა და პოეტების შესახებ ბიოგრაფიული ცნობები მოიძიეს და საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს. 

შეგახსენებთ, რომ 23 აპრილი - წიგნის საერთაშორისო დღეა. ეს თარიღი „იუნესკომ“ უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების გამო აირჩია წიგნის საერთაშორისო დღედ. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203