განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აგრძელებს შეხვედრა-სემინარებს საგნობრივ ექსპერტებთან. საგნობრივი შეხვედრები გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებას, პრობლემური საკითხების განხილვასა და სიახლეების გაცნობას.
შეხვედრები, საღამოს 19:00 საათზე გაიმართება, etaloni.ge გთავაზობთ მომდევნო კვირის განრიგსა და შეხვედრის თემებს:
- 27 თებერვალი - შეხვედრა/სემინარი ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტ ნიკო სილაგაძესთან
საგანი: „მე და საზოგადოება“
თემა: გრძელვადიანი მიზნების დასახვა
- 28 თებერვალი - შეხვედრა/სემინარი ისტორიის ექსპერტ თეა ქარჩავასთან
თემა: ხუთი საგანმანათლებლი პრინციპის რეალიზება საკლასო ოთახში კომპლექსური დავალების მაგალითზე
- 1 მარტი - შეხვედრა/სემინარი კომპიუტერული ტექნოლოგიების ექსპერტ სანდრო ასათიანთან
თემა: კომპიუტერული ტექნიკა და ინტერნეტი
- 2 მარტი - შეხვედრა/სემინარი ხელოვნების ექსპერტ ბუბა ოჩიაურთან/ეკა წირღვავა
თემა: ,,სასკოლო კურიკულუმის რაობა და თემის დაგეგმვის პრინციპები
- 3 მარტი - შეხვედრა/სემინარი მეორე უცხო ენის ექსპერტ ანა მხეიძესთან
თემა: კომპლექსურ დავალებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ციკლი მეორე უცხოურ ენაში
- 4 მარტი - შეხვედრა/სემინარი მათემატიკის ექსპერტებთან ქეთი ცერცვაძე/თაკო ახვლედიანი
თემა: შეფასება
შეხვედრები ონლაინ, თიმსის პლატფორმაზე ჩატარდება, კონკრეტული შეხვედრის ბმული წინასწარ დაიდება.