სამების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთმანეთს წიგნები ურჩიეს
23-04-2018

სამების საჯარო სკოლაში დედა ენის კვირეული ჩატარდა. 

კვირეულის ფარგლებში IX კლასში წიგნების პრეზენტაცია - ,,მეგობრები გვირჩევენ“ გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა ბოლოს წაკითხული წიგნების შესახებ ისაუბრეს, მეგობრებს მიღებული შთაბეჭდილება გაუზიარეს და თანაკლასელებს ურჩიეს თუ რატომ უნდა წაიკითხონ ესა თუ ის ნაწარმოები. 

დედა ენის კვირეულის ფარგლებში, საანბანო პერიოდის დასრულება აღნიშნეს სკოლის პირველი კლასის აღსაზრდელებმა. პირველკლასელებმა ქართულ ანბანს ხოტბა შეასხეს და სცენაზე ზღაპრის გმირები გააცოცხლეს. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203