ბათუმის N8 საჯარო სკოლაში დედაენის კვირეული აღნიშნეს
23-04-2018

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, დედაენის კვირეულის ფრაგლებში, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა:

1) ღონისძიება „ო, ენავ, ჩემო“ -  ქართული ენის დაცვის ისტორიის შესახებ გამართულ სასკოლო დადგმაში, მონაწილეებმა საყვარელი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს. აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მე-6, მე-7, მე-8, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.

კონცერტზე, ასევე,  თათული კილაძისა და საბა სირაძის მონაწილეობით მუსიკალური ნომერი შესრულდა,  რომელმაც დამსწრე საზოგადოებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

ღონისძიება მოამზადა და ჩაატარა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნინო ჩხაიძემ, ბიბლიოთეკარ მარიამ ჭანტურიას დახმარებით.

წარმოდგენას სკოლის დირექტორი, გივი ხალვაში, პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.




2)კითხვის კონკურსი - სკოლის დირექციისა და მოსწავლეების გადაწყვეტილებით, მხატვრულ კითხვაში კონკურსი ჩატარდა, სადაც გამარჯვებული მონაწილეებიც გამოვლინდნენ. 




3) ხატვის კონკურსი - სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის ხატვის კონკურსი გაიმართა. მცირეწლოვანი კონკურსანტები ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ. 




სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი სახის ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203