განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთა სერტიფიცირებას.
ცნობილია რომ ვაკანტურია 150 ადგილი. შერჩეულ კანდიდატების ვალდებულებები კი გახლავთ:
ა) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების მიზანთან (ავტორიზაცია, პროგრამის დამატება, მონიტორინგი და ა.შ.) დაკავშირებული ცენტრის მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა და გაანალიზება ვიზიტის განხორციელებამდე; ბ) შესწავლილი დოკუმენტაციის შესაბამისად შენიშვნების, მოსაზრებების და შეკითხვების მომზადება და ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან გაზიარება, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარესთან შეთანხმებული ფორმით; გ) ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტის დღის წესრიგის შედგენაში მონაწილეობის მიღება; დ) დაწესებულებაში/დაწესებულების სტატუსის მაძიებელში ვიზიტის პერიოდში, ავტორიზაციის განაცხადში ან სხვა წარმოების ფარგლებში გაკეთებულ განაცხადებში/ანგარიშში ასახული ინფორმაციის რეალობასთან და ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით, ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის დავალებით შემდეგი აქტივობ(ებ)ის განხორციელება: დ.ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის სტანდარტებთან/კომპონენტებთან შესაბამისობის შეფასება; დ.ბ) დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ინტერვიუს ჩატარება; დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტის მიმდინარეობისას დამატებითი დოკუმენტაციის გამოთხოვა, დადგენილი წესის შესაბამისად; დ.დ) ძირითადი მიგნებების შესახებ ექსპერტთა ჯგუფის წევრებთან ინფორმაციის გაზიარება და განხილვა; დ.ე) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ძირითადი მიგნებების შესახებ ინფორმაციის დასკვნის პროექტში ასახვა; დ.ვ) საჭიროებიდან გამომდინარე, ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასებისთვის აუცილებელი სხვა აქტივობების განხორციელება; ე) დასკვნის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ვ) დასკვნის პროექტზე დაწესებულების/დაწესებულების სტატუსის მაძიებლის არგუმენტირებული პოზიციის გაცნობა და ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარისთვის საკუთარი მოსაზრების წარდგენა პროექტში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე; ზ) დასკვნის საბოლოო სახით ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება; თ) საკუთარი კომპეტენციისა და უფლებამოსილების ფარგლებში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სხდომაზე განხილვაში მონაწილეობა.
კონკურსის ეტაპებია: ა) განაცხადის წარდგენა - 2023 წლის 27 თებერვლიდან 2023 წლის 06 მარტის ჩათვლით; ბ) განაცხადების გადარჩევა - 2023 წლის 17 მარტის ჩათვლით; გ) კანდიდატთა შეფასება (ტესტირება) - 2023 წლის 24 მარტის ჩათვლით; დ) სპეციალური კურსის გავლა - 2023 წლის 07 აპრილის ჩათვლით; ე) კანდიდატთა შეფასება (გასაუბრება) – 2023 წლის 25 აპრილის ჩათვლით; ვ) კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატთა წარდგენა ცენტრის დირექტორისათვის - 2023 წლის 02 მაისის ჩათვლით; ზ) სერტიფიცირებული სპეციალისტის სტატუსის მინიჭების თაობაზე ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა - 2023 წლის 05 მაისის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.