დისციპლინური ღონისძიებები პედაგოგებისთვის - ბავშვთა უფლებების სტანდარტზე ვებინარი ჩატარდება
27-02-2023
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და იურიდიული დახმარების სამსახურის ორგანიზებით გთავაზობთ ვებინარს მასწავლებლებისთვის თემაზე - „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვის სტანდარტები“.

ვებინარი ჩატარდება 4 მარტს, 20:00 საათზე.

ვებინარის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • ბავშვის უფლებების დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები;
  • ბავშვის განათლების მიღების უფლება;
  • ბავშვის უფლება უსაფრთხო გარემოზე;
  • არასრულწლოვანის მიმართ საგანმანათლებლო დაწესებულებაში დისციპლინური ღონისძიებების გატარების საკითხები.
ვებინარს გაუძღვებიან: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინოვაციური განათლების პროგრამის მენეჯერი - ანი კუდუხაშვილი. იურიდიული სამსახურის დირექტორის მ/შ - დავით სიმონია. 

ვებინარზე დასასწრებად დააჭირეთ ბმულს
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203