თელავის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში აქტიურად ჩაერთნენ
23-04-2018

თელავის N7 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები საერთაშორისო პროექტში ARTiST აქტიურად არიან ჩართულნი. 

მოსწავლეები ახორციელებენ სხვადასხვა საინტერესო აქტივობას, უვითარდებათ სამეწარმეო და კვლევითი უნარ-ჩვევები (ხელმძღვანელი: ბიოლოგიის მასწავლებელი ნათია ბაღათრიშვილი).

მათ პროექტის ფარგლებში შექმნეს საწარმოს მოდელი, დაამუშავეს ყველის წარმოების ტექნოლოგიასთან დაკავშირებული ლიტერატურა, სკოლის ლაბორატორიაში გამოიკვლიეს ყველის ჩადედებისათვის ოპტიმალური პირობები. 

ისინი ყველის საწარმოს ეწვივნენ და გაეცნენ საწარმოს ინფრასტრუქტურას, დანადგარებს, ყველის წარმოებას, შენახვასა და დახარისხებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203