​სამღერეთის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა
23-04-2018
​სამღერეთის საჯარო სკოლაში დედაენისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიებაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

მოსწავლეებს მასწავლებელი თეონა აბაშიძე ხელმძღვანელობდა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედაენის დღედ“ გამოცხადდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203