ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა
23-04-2018

მალხაზ აბაშიძის სახელობის ჩაის მეურნეობის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლა გარემოსდაცვით ღონისძიებებს შეუერთდა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გეოგრაფიის მასწავლებელი ნონა მაჭარაშვილი ახალგაზრდებს  ბუნების დაცვის აუცილებლობასა და ამ საქმეში თითოეული ადამიანის როლზე ესაუბრა.

XI კლასის მოსწავლეთა ინიციატივით VI, VII, VIII, IX, X კლასის აღსაზრდელებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს და ხეები და ყვავილები დარგეს. 

ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთვნენ სკოლის მასწავლებლები.

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203