ახალციხის N7 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
23-04-2018

ახალციხის N7 საჯარო სკოლაში,  პედაგოგ ინგა კაზაროვი-ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

კერძოდ, სკოლის ტერიტორიაზე ანიმაციური ფილმების ჩვენება მოეწყო, ხელნაკეთი ყვავილების გამოფენა ჩატარდა და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით თეატრალური წარმოდგენა გაიმართა, რომელშიც სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორი კახა სამხარაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ხათუნა ხმალაძე და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის პროგრამის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სკოლის აღსაზრდელები ტკბილეულით, საბავშვო წიგნებით, ბურთებითა და სახატავი ნივთებით დაასაჩუქრეს.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203