აბიტურიენტთა საცდელ ტესტირებაზე naec-ის ხელმძღვანელი განმარტავს
03-03-2023
2023 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 2 მარტს 10:00 საათზე დაიწყო და 3 აპრილს 18:00 საათზე დასრულდება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ ბრიფინგი ჩაატარა.

მან ბრიფინგზე ასევე აბიტურიენტთა საცდელ ტესტირებაზე ისაუბრა.

„საცდელი ტესტირება წელს არ ჩატარდება, ცენტრი, ძირითადად, პილოტირებას ატარებს, თუმცა უახლოეს მომავალში ეს არ იგეგმება“ - განმარტა სოფიო გორგოძემ.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის ცნობარი უკვე გამოაქვეყნა, სადაც ისინი გამოცდებთან დაკავშირებულ ინფორმაციას დეტალურად გაეცნობიან.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203