თელავის მე-5 საჯარო სკოლაში 9 აპრილის დროს მოკლული გმირები გაიხსენეს
24-04-2018
თელავის მე-5 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა თემაზე - „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა, აქტივობის ფარგლებში, ლექსები და ჩანახატები წაიკითხეს,  პრეზენტაცია წარმოადგინეს  და უახლესი  ისტორიის ტრაგიკული ფურცელი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

ამავდროულად,  ისტორიის  მასწავლებელთან ერთად, 1989 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ მოკლული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

აღსანიშნავია, რომ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ერთ-ერთი ქართველი ვაჟკაცის - შალვა ქვასროლიაშვილის შვილიშვილები თელავის მე-5 საჯარო სკოლაში სწავლობენ.  სწორედ თაკო ქვასროლიაშვილმა წაიკითხა პაპამისისადმი მიძღვნილი  ლექსი. 

მოსწავლეებმა ყველა გმირი გაიხსენეს, მათ სულებს პატივი მიაგეს და მათდამი მიძღვნილი ჩანახატები წარმოადგინეს.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203