კერძო სკოლა ,,მილენიუმის“ მოსწავლეებმა მაყურებელი ანა კალანდაძის სამყაროში ამოგზაურეს
24-04-2018

რუსთავის კერძო სკოლა ,,მილენიუმში“ ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული საინტერესო აქტივობებით მიმდინარეობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის 1-ლი კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ირინა კურტანიძის ხელმძღვანელობით, ბიბლიოთეკაში ლექსები წაიკითხეს. 

„მოსწავლეებმა თემატურად შერჩეული ლექსები ისე დახვეწილად და გამართული მეტყველებით გადმოსცეს, რომ დირექციისგან წახალისება და ქება დაიმსახურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

კვირეულის ფარგლებში, ლიტერატურული საღამო - „ანა კალანდაძის პოეზია“ გამართეს მეოთხეკლასელებმა. ღონისძიებას პედაგოგი შორენა კოკოლაშვილი ხელმძღვანელობდა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ყველასათვის საყვარელი პოეტის ბიოგრაფია, სიმღერებითა და ლექსებით შექმნილი პოეტური სახეები და სანთლებად აბრიალებული ფიცი სიყვარულისა, გულგრილს ვერავის დატოვებდა.

„მადლობა მათ და მათ პედაგოგს, რომ კიდევ ერთელ მოგვწყვიტეს რეალობას და ხელოვანის სამყაროში გვამოგზაურეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203