ჯავახის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები მიმდინარეობს
24-04-2018
ჯავახის საჯარო სკოლაში სწავლის და შემოქმედებითი განვითარების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამის მაგალითია ის ღონისძიებებიც, რაც სასწავლო დაწესებულებაში ხშირად ტარდება.  გასულ კვირას სკოლაში რამდენიმე აქტივობა განხორციელდა: 


1) სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა,  ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის, ზამირა ოქრიაშვილის ხელმძღვანელობით,  პროექტ  „სალიტერატურო ენა და დიალექტების“  შეჯამება წარმოადგინეს.


2) სკოლის თვითმმართველობის მიერ  „დედამიწის დღესთან“  დაკავშირებული აქტივობები განხორციელდა.  უფროსკლასელებმა გარემოს დაცვის შესახებ მცირე ლექცია წაიკითხეს. შემდეგ კი  სკოლის ეზო დაასუფთევეს, სადაც, ასევე,  ყვავილები დარგეს. 


3) „წიგნის საერთაშორისო დღე“ -  სკოლის მოსწავლეების მიერ გაიმართა წარმოდგენა, სადაც მონაწილეებმა საყვარელი წიგნებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს, ლექსები თქვეს და აღნიშნული დღე სიმღერებით აღნიშნეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203