ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაციის თარიღი ცნობილია. აპლიკანტებს ვადა 3 აპრილამდე აქვთ - ამი შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ ბრიფინგზე განაცხადა.ცნობილია ისიც, რომ საგამოცდო ცენტრი ამბროლაურშიც დაემატება და სულ 27 ცენტრში წარიმართება ტესტირება.
ეროვნული გამოცდების ტესტები შეიცვალა - სიახლე 3 საგანს შეეხო გორგოძემ ასევე ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 3 საგანს შეეხო ცვლილება:
„ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 3 საგნის ფორმატში მცირედი ცვლილება არის შესული და სჯობს, აბიტურიენტები ამ სიახლეებს გაეცნონ.
ფორმატის მცირედი ცვლილება არის მხოლოდ 3 საგანში, ეს გახლავთ ისტორია, უცხო ენა და მათემატიკა“.