ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა მოსწავლეებისთვის „მეგობრობის კოდექსი“ შექმნა
24-04-2018
ფიქრია ლიპარტელიანი ლენტეხის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის დამრიგებელია. 

მასწავლებელი სკოლაში მაღალი აქტიურობით გამოირჩევა და მოსწავლეებისთვის სასიამოვნო და სახალისო სასწავლო გარემოს შექმნას ცდილობს. 

ამჯერად დამრიგებელმა მეგობრობის კოდექსი შექმნა. 

კოდექსის მიზნებზე, მოლოდინებსა და შედეგებზე თავად ფიქრია მოგვითხრობს. 

გთავაზობთ მის წერილს უცვლელად:

„ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ზოგადი განათლების ამოცანაა, მოსწავლეს ცოდნასთან ერთად მისცეს იმ უნარ-ჩვევების განვითარებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბების საშუალება, რომლებიც მას მომავალში დასჭირდება, შესაბამისად საჭიროა, რომ მასწავლებელი დაეხმაროს მოსწავლეებს კლასში მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. 

მეგობრობა თბილ და სასიამოვნო განცდებს ბადებს, ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ბავშვობის დროინდელი ურთიერთობებით გამოწვეული ეს განცდები ქმნის იმუნიტეტს, რომელიც ზრდასრულობისას გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ხოლო ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში მეგობრები არ ჰყოლიათ, მარტოსულები რჩებიან და თავს არ ანებებებთ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილების განცდა. ბავშვმა მეგობრები რომ შეიძინოს აუცილებლია თანატოლებთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეს. 

მეგობრობა მრავალ უნარსა და ჩვევას მოიცავს, რომელთა მიზანმიმართული განვითარება შეუძლებელია, მათ მიეკუთვნება გაცნობის, საუბრის დაწყებისა და დასრულების, დახმარების თხოვნის, დათმობისა და გაზიარების, ზრუნვის, მადლიერების გამოხატვისა და სხვისგან მისი მიღების, მარტო დარჩენის უნარიც კი, რათა ბავშვი მუდამ სხვაზე დამოკიდებულებას არ გრძნობდეს. სასიამოვნო განცდებთან ერთად მეგობრობას თან ახლავს კონფლიქტებიც, გამოწვეული უკმაყოფილებით, იმედგაცრუებით და ეჭვიანობით. მეგობრული ურთიერთობები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში. ახლო მეგობრობა ხელს უწყობს დადებით თვითშეფასების ჩამოყალიბებას, იძლევა ახლო ურთიერთობების დამყარების საფუძველს და ავითარებს თანაგანცდის (ემპათიის) უნარს, რადგან მეგობრები ცდილობენ ჩაუღრმავდნენ საკუთარ თუ ერთმანეთის განცდებს. 

ეს ურთიერთობა ეხმარება ბავშვებს ყოველდღიური სტრესების დაძლევაში და სკოლის მიმართ პოზიტიურ განწყობას ქმნის. იმ ბავშვებს, რომლებსაც კლასში მეგობარი ეგულებათ, უხარიათ სკოლაში წასვლა, ხოლო უმეგობრობა და მტრული გარემო შიშის და შფოთვის განცდას ბადებს მათში, მეგობრები ერთმანეზე გავლენას ახდენენ, ისინი მთელ რიგ საკითხებში ერთმანეთს ემსგავსებიან. ხშირად უჩნდებათ საერთო ინტერესები, უყალიბდებათ ერთნაირი ღირებულებები, განწყობები (ატიტუდები) და სოციალური ქცევა. 

მრავალი კვლევის მიხედვით, მეგობრობის მოტივაციის მაღალი მაჩვენებლის მქონე მოსწავლეებმა მეტი იციან მეგობრობის შესახებ, აქვთ უფრო მყარი ურთიერთობები და მასწავლებლები მათ აფასებენ, როგორც მეგობრულებს, თანამშრომლურებს, ბედნიერებს და პოპულარულებს.

ბავშვი მეგობრებს განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ირჩევს, ის მისი თანასწორი უნდა იყოს და მის ინტრესებს იზიარებდეს, მეგობრობა ბავშვების მიერვე შემუშავებულ „მეგობრობის კოდექსს“ ემყარება. 

მე-5 კლასი ეს ისეთი ასაკია როცა ყველაზე მეტად ხდება მეგობრობის ცნების უფრო გააზრება. დაკვირვებების შედეგად შევნიშნე კლასში მეგობრობის მიზნით ჯგუფების შექმნა, საჭიროდ ჩავთვალე კლასის საათის ფარგლებში ჩამეტარებინა დისკუსია თემაზე „მეგობრობა გზად და ხიდად“, ვიმსჯელეთ და ჩამოვაყალიბეთ წესები-მაქსიმები, რომლებიც გავაკარით კლასში, რათა წავიკითხოთ ყოველთვის როცა შევხედავთ და დავიცვათ ის, მეგობრობის წესები შევკარით „მეგობრობის კოდექსის“ სახით, გამოუშვით საინფორმაციო კედლის გაზეთი და გავაკარით სკოლის დერეფანში, რათა სხვა მოსწავლეებმაც გაიზიარონ.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203