თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველის საჯარო სკოლას ნიჭიერი, შემოქმედებითი და განვითარებაზე ორიენტირებული მოსწავლეები ჰყავს.
მათ შორის ერთ-ერთი მე-11 კლასის მოსწავლის დეა ზათიაშვილია, ის ხატვის არაჩვეულებრივი ნიჭითაა დაჯიდოებული. მოსწავლისთვის ქართველი მეფეები შთაგონების წყარო არიან. სწორედ ამიტომ, მან დავით აღმაშენებელი დახატა, შემდეგ კი ფანქრით შესრულებული ნამუშევარი სკოლას საჩუქარად გადასცა.
გარდა ამისა, დეა ზათიაშვილს სხვა მეფეების - თამარის, ერეკლე მეორის და სხვათა პორტრეტების შექმნაც სურს. სამახსოვროდ, ამ ნამუშევრებსაც სკოლას გადასცემს.
სკოლაში მისით ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ.
„დეა მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწვლეა, აკადემიურ მოსწრებასთან ერთად, იგი ჰარმონიულად უთავსებს სულიერი საუნჯის შექმნას“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: