ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ
24-04-2018
ხაიშის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ ,,ხაიშის’’ წევრებმა, სკოლის თვითმმართველობამ და მასწავლებლებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქციის მიზანი იყო გარემოს ნარჩენებისგან გაწმენდა, მოსწავლეებისთვის მაგალითის მიცემა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 

„სკოლის აღსაზრდელები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ, მათ გათავისებული აქვთ, რომ სუფთა გარემოს შენარჩუნება თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
 
სკოლა მაგავსი აქციის ჩატარებას მომავალშიც გეგმავს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203