მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების წარმატება ქართული ენის ოლიმპიადაში
24-04-2018
თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლა-ლიცეუმ  „სხივის“  მიერ ორგანიზებულ,  ქართული ენისადმი მიძღვნილ მე-11 რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ.

ნიჭიერმა მოსწავლეებმა  პირველი და მეორე ტური წარმატებით გადალახეს.  ფინალში ელისაბედ შამათავა და გიორგი გვაძაბია გადავიდნენ.

სკოლის დირექციის ცნობით, სკოლაში მიმდინარე მსგავსი პროცესები მოსწავლეების სხვადასხვა უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ფინალი 28 აპრილს გაიმართება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203