ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლმა სიყვარულზე მაყურებელზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა
24-04-2018
ქუთაისის N37 საჯარო სკოლის მე-8 კლასის თეატრალურმა დასმა - „ჩვენ“ სკოლის სააქტო დარბაზში მაყურებელს მორიგი სპექტაკლი - „ვილაპარაკოთ სიყვარულზე მთელი სიგიჟით“ წარუდგინა.

სპექტაკლში სკოლის აღსაზრდელები ლიზი ჩიხლაძე, მარიამ ფანცულაია და ქრისტინე ჭითანავა მონაწილეობდნენ. წარმოდგენა მუსიკალურად გააფორმა ამავე კლასის მოსწავლე დავით სოხაძემ. მე-8 კლასს პეგაგოგი ქეთევან ნემსიწვერიძე ხელმძღვანელობს. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპექტაკლმა დამსწრე საზოგადოებაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა.

„სცენიდან მოდიოდა საოცრად დიდი ემოცია. მაყურებლები აღფრთოვანდნენ სპექტაკლისადმი ახლებური მიდგომით, თავისუფალი სუნთქვით, თამამი მოძრაობებითა და პლასტიკით. ეს საოცრად თბილი და ემოციებით სავსე დღე დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203