საგაზაფხულო დღესასწაულები ახლოვდება და ყველა მანდილოსანი ელის საჩუქარს... დაერიცხებათ თუ არა დანამატი ბაღის აღმზრდელებს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს სააღმზრდელო დაწესებულებებში არაერთმა დასაქმებულმა მიმართა.
დეტალების დასაზუსტებლად ჯერ თბილისის მერიას დავუკავშირდით, საიდანაც ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გადაგვამისამართეს, იქ კი განმარტეს, რომ ამ ეტაპზე, თბილისის ბაღების თანამშრომლებისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა გამორიცხული არაფერი და თუ მსგავსი მითითება იქნება, ბაღების დირექტორებს შესაბამისი ბრძანება დაუყოვნებლივ გადაეგზავნებათ:
„ჯერჯერობით თბილისის ბაღების პერსონალისთვის ფულადი ჯილდოს შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს... როგორც კი საკითხი გაირკვევა, ბრძანება დირექტორებს გაეგზავნებათ და ისინი, წინასწარ აუცილებლად გააფრთხილებენ პერსონალს“, - განაცხადეს სააგენტოში.