ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი მიზნით თბილისს ეწვივნენ
24-04-2018
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის „ეს ჩემი უფლებაა“ წევრები თბილისს ესტუმრნენ.

მოსწავლეები სახალხო დამცველის ოფისში იმყოფებოდნენ. 

მათ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ და მისმა მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ ლექცია ჩაუტარეს. 

შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. 

მოსწავლეები თბილისში სახალისო საბუნებისმეტყველო მუზეუმს „ექსპერიმენტორიუმსაც“ ეწვივნენ. ასევე იმყოფებოდნენ სამების ტაძარში. 

მოინახულეს ცნობილი ისტორიული ძეგლები მცხეთაში სვეტიცხოველი, ჯვრის მონასტერი და სამთავროს ტაძარი. 

მოსწავლეთა კლუბი გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის ქობულეთის N2 საჯარო სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203