ნამაშევის საჯარო სკოლაში „დედა ენის“ დღე ღონისძიებით აღნიშნეს
24-04-2018
ნამაშევის საჯარო სკოლაში  - დედაენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება „ენა ბურჯია ერისა“ ჩატარდა.

მასში I-IV კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა მხატვრულ კითხვასთან ერთად,  მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარმოადგინეს. 

ღონისძიება დაწყებითი კლასების მასწავლებლების  ნათია ბენდელიანის, თალიკო გაზდელიანისა  და თვალმზისა გიორხელიძის  ორგანიზატორობით მოეწყო.

მუსიკალური გაფორმება და ვიდეოგადაღება დირექციის მხარდაჭერით დაფინანსდა. სკოლის დირექტორმა მინდია გველებიანმა, ღონისძიების ორგანიზატორებს ფასიანი საჩუქრები გადასცა.
ღონისძიების ორგანიზატორები დირექციას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდიან.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203