„მოდის გაზაფხული“ - თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა პირველ მარტს წელიწადის უმშვენიერესი დროის, გაზაფხულის შემობრძანება აღნიშნეს.
პატარებმა ზამთარი სიყვარულით გააცილეს და გაზაფხულის მახარობელი ყვავილები დაკრიფეს.
„ვაცილებთ თოვლიან ზამთარს და მოდის წელიწადის ულამაზესი დრო - გაზაფხული. მზე გაზაფხულის ბუდეში ჯდება. მზემ რომ ერთი წუთით მოიმატა და გარემომ ჩამოთოვლილი თეთრი სიზმრებიდან თავის დაღწევა სცადა, სწორედ მაშინ ვიგრძენით ყველამ და ყველაფერმა გაზაფხულის გულის ფეთქვა.
დედაბუნებას ძარღვებში გაყინული სისხლი აუჩქეფდა და იღვიძებს. თოვლიდან ლამაზად და ამაყად მომღიმარი ყოჩივარდების ფონზე განა შეიძლება არ იფიქრო, რომ ყველა დარდს, ყველა მძიმე დღეებს ბოლოს მაინც გაზაფხული და ახალი სიცოცხლე, ახლიდან დაბადება მოსდევს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: