ქვეშეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღე ზეიმით აღნიშნეს
24-04-2018

ქვეშეთის საჯარო სკოლაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით „ო, ენავ, ჩვენო“  ჩატარდა. 

ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ეკატერინე ბუქური ხელმძღვანელობდა. 

„დედა ენის დღეს მივუძღვენით  კვირეული, რომელშიც აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლეები: გამოვუშვით კედლის გაზეთი, მოსწავლეებმა გამართეს სხვადასხვა სახის ღონისძიება, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს ქართული ენის სიწმინდისა და სიძველის ისტორია. პატარებმა დამსწრე საზოგადოებას ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს, აქედან გამომდინარე ტაში და ოვაციები დაიმსახურეს დამსწრეთაგან“- აღნიშნა ორგანიზატორმა. 

ღონისძიების შესახებ კომენტარი სკოლის დირექტორმა მარინა ქარუმიძემაც გააკეთა:

„ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურადაა ჩართული სასკოლო ღონისძიებებში და პროექტებში. ამ ეტაპზე აღნიშნული ღონისძიებაც ერთ-ერთი იმათგანია. რომელიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. მოსწავლეებმა   გამართეს ლამაზი ღონისძიება, იმღერეს, წაიკითხეს ლექსები. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ასეთი ლამაზი საღამოსთვის  და კიდევ ერთხელ  მივულოცო ყველას დედაენის დღე“. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203