საჯარო სკოლებში ინტერდისციპლინური პროექტებით სწავლება ინერგება - მასწავლებლის სახლი დეტალებზე
06-03-2023

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 20 საჯარო სკოლაში დაინერგა ინტერდისციპლინური პროექტებით სწავლების საპილოტე პროგრამა.

აღნიშნული პროგრამა, სასწავლო დისციპლინების სპეციფიკის გათვალისწინებითა და მრავალფეროვანი პედაგოგიკური მიდგომების გამოყენებით, მოსწავლეებში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარებისა და აქტიური მოქალაქის კომპეტენციათა ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.

სკოლებში პროექტების განხორციელების პროცესს კოორდინაციას გაუწევენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტები. ცენტრის ინიციატივით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა პროგრამაში ჩართული სკოლების წარმომადგენლებთან, რომლებიც პროგრამის „ელჩების“ ფუნქციას შეასრულებენ და უხელმძღვანელებენ თავიანთი სკოლების პროექტებს.

პროგრამის პირველ ეტაპზე, საპილოტე სკოლების მერვე კლასის მოსწავლეები, ინტეგრირებული კურიკულუმების გამოყენებით, იმუშავებენ პროექტზე „ჩემი კლიმატმეგობრული სკოლა“. პროექტი მოსწავლეებს STEAM ცნობიერების ჩამოყალიბებასა და საგანთაშორისი კავშირების აღმოჩენაში დაეხმარება. პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეები შექმნიან მზის პანელებს, რომლებიც უსაფრთხოების რეგულაციების დაცვით, პროგრამაში ჩართული სკოლების ეზოებში გამოყოფილ სპეციალურ სივრცეებში განთავსდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203