ახალციხის N5 საჯარო სკოლამ კონფერენცია „21-ე საუკუნის სამეცნიერო მიღწევებს“ უმასპინძლა
24-04-2018

ახალციხის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მეორე  სკოლათაშორისი კონფერენცია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში „21-ე სუკუნის სამეცნიერო გამოწვევები“ გაიმართა.

კონფერენციის მიზანი იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია, აღნიშნული დისციპლინებით დაინტერესებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი მოტივირება, სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მოსწავლეებში ძიებისა და ანალიზის, კვლევისა და პრეზენტაციის უნარების განვითარება, მოსწავლეთა შორის კოლაბორაციისა და კომუნიკაციის ხელშეწყობა, მათი  ინოვაციური ხედვების გამოვლენა-გაზიარება.

კონფერენციაში ახალციხის N1, N2, N5, N6 საჯარო სკოლები და კერძო სკოლა „მზექა“-ს IX-X-XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

კონფერენციაში ახალციხის N5 საჯარო  სკოლის მოსწავლეები მერი მხითარიანი, იზოლდა ბერიძე, თამარ ჩილინგარაშვილი, თამუნა გიგოლაშვილი, ქრისტინა სარაშვილი, ქეთევან კაჭკაჭაშვილი,  მარიამ სამსონიძე, თათია გიგოლაშვილი, მარი მათოშვილი, სალომე გელაშვილი და მარიამ ბერიძე მომხსენებლებად გამოვიდნენ. 

მოსწავლეთა პრეზენტაციები ძალიან მრავალფეროვანი იყო და ძირითადად მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს შეეხებოდა. ბავშვებმა  წარმოადგინეს, როგორც ზოგადი კვლევები, ისე საკუთარი შეხედულებები,  რეკომენდაციები და მსმენელიც დააინტერესეს. 

კონფერენცია კონფერენციის ორგანიზატორმა და ხელმძღვანელმა, ახალციხის N5 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარემ, ფიზიკის უფროსმა მასწავლებელმა მაია თათეშვილმა შეაჯამა.

მოსწავლეებს  სერტიფიკატები და ფასიანი საჩუქრები, ხელმძღვანელ მასწავლებლებს მადლობის სიგელები და სამი გამორჩეული მოხსენების ავტორ მოსწავლეებს  - მერი მხითარიანს, მარი მათოშვილს და მარიამ ბერიძეს წიგნები: „ადამიანის ორგანიზმი“, „კოსმოსი“ და „მსოფლიოს საოცარი ფაქტები“ სკოლის დირექტორმა ინგა ვარდიძემ გადასცა, ხოლო კონფერენციის ხელმძღვანელი მაია თათეშვილი ფულადი პრემიით დააჯილდოვა. 

კონფერენციას სკოლის დირექცია, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები, მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები, მოწვეული სტუმრები: საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203