ხარისხის სტანდარტი, შეფასების პროცედურები და მონიტორინგი - ბაღის გამგეებსა და უფროს აღმზრდელებს მასწავლებლის სახლის წარმომადგენლებმა დეტალები გააცნეს
06-03-2023

ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო ახალ სტანდარტებს ნერგავს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინიციატივით, თბილისის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალური სკოლამდელი დაწესებულებების გამგეებს და უფროს აღმზრდელებს შეხვდნენ .

შეხვედრის მიზანი ითვალისწინებდა შემდეგ საკითხებს, როგორიცაა ხარისხის სტანდარტის დანერგვა ბაღში, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, მონიტორინგისა და განათლების ხარისხის შეფასების პროცედურები და სხვა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლამდელი განათლების სპეციალისტებმა: ნინო ჯიჯავაძემ და თამარ საღინაძემ საბავშვო ბაღების წარმომადგენლებს გაუზიარეს გამოცდილება, ისაუბრეს ბავშვებისთვის მრავალმხრივ განმავითარებელი გარემოს მნიშვნელობაზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203