კალენდარი საგნების მიხედვით განათლების სამინისტროსგან - ინფორმაცია პედაგოგებისთვის
06-03-2023

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, გრძელდება შეხვედრა-სემინარები საგნობრივ ექსპერტებთან. შეხვედრები რეგულარულად იმართება თიმსის პლატფორმაზე. საგნობრივ ექსპერტებთან ჩატარებული შეხვედრები შეგიძლიათ იხილოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

იხილეთ შემდეგი კვირის კალენდარი საგნების მიხედვით:

6 მარტი/ორშაბათი 19.00 - ბიოლოგიის ექსპერტი მზია ვარაზაშვილი

თემა: შეფასება

7 მარტი/სამშაბათი 19.00 – მუსიკის ექსპერტი დავით ზათიაშვილი;

თემა: სასწავლო პროცესის დაგეგმვა დაწყებით კლასებში;

9 მარტი/ ხუთშაბათი 19.00 - ფიზიკური აღზრდისა და სპორტის ექსპერტი გია ბეგიაშვილი;

თემა: კომპლექსური დავალების დაგეგმვა და განხორციელება მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში;

10 მარტი/პარასკევი 19.00 - პირველი უცხო ენის ექსპერტი თამთა კამკამიძე;

თემა: კომპლექსური დავალების განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შექმნა/გაანალიზება;

11 მარტი/შაბათი 19.00 - ქიმიის ექსპერტი სოფო მშვილდაძე;

თემა: როგორ განვახორციელოთ კომპლექსური დავალება;

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203