ციფრული სერვისებისა და რესურსების ახალი პორტალი - განათლების E სახლი საპილოტე რეჟიმში იწყებს მუშაობას, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
უწყების განმარტებით, ახალი პორტალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მისი ორი დაქვემდებარებული უწყების, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნა.
განათლების E სახლი არის ახალი სივრცე, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ყველა საგანმანათლებლო რესურსსა და სერვისს აერთიანებს.
http://educationhouse.ge
პორტალზე არსებული რესურსები და სერვისები განკუთვნილია არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ სკოლის ადმინისტრაციისთვის, მშობლებისთვის და მოსწავლეებისთვისაც.