გამოცდის შედეგის გასაჩივრება 50 ლარი დაგიჯდებათ - ინსტრუქცია და ვადები დირექტორობის მუსრველებისთვის
07-03-2023

საჯარო სკოლის დირექტრობის მსურველთა ტესტირების ქულები ცნობილია - აპლიკანტებს მირებული შედეგების გასაჩივრება 13 მარტის ჩათვლით შეეძლებათ. საპრეტენზიო განაცხადის ღირებულება კი 50 ლარია.

დირექტორობის მსურველს უფლება აქვს სერტიფიცირების ეტაპის ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს რესურსცენტრსა ან მართვის სისტემაში (მისამართი: ქ. თბილისი, გ. ფანჯიკიძის 1 ა) ტესტირების შედეგების მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. საპრეტენზიო განაცხადი განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, გადაეცემა მართვის სისტემაში შექმნილ სააპელაციო კომისიას.

დირექტორობის გამოცდის შედეგები ცნობილია - იხილეთ ქულები

ტესტირების შედეგებთან და ტესტურ დავალებათა სისწორესთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს იმ ტესტური დავალების/დავალებების ნომერი/ნომრები, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია. პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს დარღვეული პროცედურის აღწერა.

ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესა და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასური შეადგენს 50 ლარს, გადახდა შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ნებისმიერ ფილიალში (იხ. რეკვიზიტები.)

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203