„ეს შვებულება არ არის!“... - საგაზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით სამინისტრო მასწავლებლებისთვის განმარტებას აკეთებს
06-03-2023

8 მარტიდან, საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები იწყება, რომელიც 14 მარტის ჩათვლით გასტანს.

რაც შეეხება კერძო სკოლებს, მათ თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ უქმე დღეების განრიგი, თუმცა აქვე საინტერესოა, უნდა იარონ თუ არა სამსახურში პედაგოგებმა საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-ს სასკოლო საზოგადოების არაერთმა წარმომადგენელმა მიმართა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების დასაზუსტებლად, განათლების სამინისტროს დავუკავშირდით.

ოფიციალურ სტრუქტურაში განმარტეს - აქვთ თუ არა მასწავლებლებს არდადეგების პერიოდში სკოლაში სიარულის ვალდებულება - ამ საკითხს დამსაქმებელი წყვეტს:

„ზოგადად, 8-14 მარტი შვებულება არ არის... ესაა არდადეგები მოსწავლეებისთვის, თუმცა დამსაქმებელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, მივლენ თუ არა ამ დღეებში მასწავლებლები სკოლებში“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203