8 მარტი, ქალთა დღესასწაული ახლოვდება და მასწავლებლებს შორისაც გაჩნდა კითხვა - ხომ არ უნდა ელოდონ ფინანსურ წახალისებას სამინისტროს ან დამსაქმებლისგან?
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, დეტალების დასაზუსტებლად, განათლების სამინისტროს მივმართეთ, სადაც განმარტეს, რომ ბიუჯეტით, პედაგოგებისთვის საგაზაფხულო დღესასწაულებზე ფინანსური წახალისება გათვალისწინებული არ არის, თუმცა „თუ დირექტორი გადაწყვეტს, მას რა თქმა უნდა, აქვს უფლება, თანამშრომლები ფინანსურად წაახალისოს“.
იხილეთ: „ეს შვებულება არ არის!“... - საგაზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით სამინისტრო მასწავლებლებისთვის განმარტებას აკეთებს