„გადავარჩინოთ დედამიწა“- რუსთავის N9 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმართვა თანატოლებს
24-04-2018
რუსთავის N9 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა საინფორმაციო ბუკლეტები - Save the Earth („გადავარჩინოთ დედამიწა“) დაამზადეს. 

აქტივობას პედაგოგი ნელი გაბრიელიძე ხელმძღვანელობდა. 

სკოლის აღსაზრდელებმა დაარიგეს პროკლამაცია-ბუკლეტები დედამიწის დაცვასთან დაკავშირებით. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობის მიზანია მოსწავლეებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება. 

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203