დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები „დედა ენის დღის“ ღონისძიებაზე „ეტალონის“ სერტიფიკატებით დააჯილდოვეს
დილისკის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
ღონისძიებებში მეორედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები და ქართული ენის მასწავლებლები ანა პაპიკიანი, არევ გაბრელიანი და ხატია ჯვარიძე იყვნენ ჩართულნი.
ღონისძიების ორგანიზატორი ტრენერ-მასწავლებელი იამზე მსხვილაძე იყო.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ინსცენირებები, ვიქტორინა, ქართულ დამწერლობაზე პრეზენტაციები, ქართული სიმღერები და ცეკვები წარმოადგინეს.
ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს „ეტალონის“ პირველ ტურში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატები გადასცეს.
იხილეთ ფოტოები