„აჩუქე ერთი დღე დედამიწას!“ - შთამბეჭდავი პროექტი ჩხორიის საჯარო სკოლაში
24-04-2018

სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ასოციაცია „ათინათი“ ახორციელებს, ჩხორიის საჯარო სკოლაში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

აღნიშნულის ინიციატორი, სკოლის პედაგოგებთან და სამოქალაქო განათლების პედაგოგ მაია არახამიასთან ერთად, სამოქალაქო განათლების კლუბი „ნიკე“ გახლდათ, რომელიც, „ათინათის“ პარტნიორიცაა.

„აჩუქე ერთი დღე დედამიწას!“ - ამ სახელწოდების ღონისძიების ფარგლებში მეცხრე კლასის მოსწავლე დიმა გაბუნიამ ეკომიმართვა გააკეთა;  ანანო ხარებავამ თემაზე - „დედამიწა საფრთხეშია!“ - პრეზენტაცია მოამზადა, ხოლო მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვის საქმეში საკუთარი წვლილი შეიტანეს -  სკოლა, მის შემოგარენთან ერთად დაასუფთავეს და მწვანე ნარგავებით შეავსეს, სკოლის ტერიტორიაზე არსებული ხეები კი კირქვის ხსნარით შეათეთრეს.

პარალელურად, თემაზე - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია!“ -ნახატებისა და პლაკატების გამოფენა მოეწყო; ასევე, კედლის გაზეთის სპეციალური ნომერი დაიბეჭდა და მოსახლეობაში თემატური ბუკლეტები დარიგდა.

ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია ასოციაცია „ათინათის“ პროექტ „მომავლის თაობის“ წარმომადგენლებს რესურსებით მომარაგებისათვის მადლობას უხდის. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203