დარიცხული 625 ლარი - წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესი დამტკიცდა
07-03-2023

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტთა დაფინანსების ქვეპროგრამა, რომელიც წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესსაც ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, სტიპენდიის მისაღებად, აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) არის საქართველოს მოქალაქე;

ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში;

გ) არის აკრედიტებულ უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი (ბაკალავრი) და ეუფლება შემდეგ საგანმანათლებლო  საბაკალავრო  პროგრამებს : აგრონომია, სასურსათო, ვეტერინარია;

დ) სემესტრის განმავლობაში გავლილ ყველა სალექციო კურსში აქვს არანაკლებ 95 ქულა;

ე) აქტიურად არის ჩართული საუნივერსიტეტო/საინსტიტუტო შემოქმედებით, ტექნიკურ, სპორტულ აქტივობებში;

ვ) აქვს სტუდენტის აქტიური სტატუსი.

აღსანიშნავია, რომ სტიპენდიის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) პირადობის მოწმობის ასლი;

ბ) საბანკო რეკვიზიტები;

გ) უმაღლესი    საგანმანათლებლო    დაწესებულების    მიერ    გაცემული    აკადემიური    მოსწრების მაჩვენებელი/ ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;

დ) საინფორმაციო ბარათი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის შესახებ.

„სტიპენდიის ოდენობა ერთ წარმატებულ სტუდენტზე სემესტრში შეადგენს 500 ლარს (625 დარიცხული). სტუდენტს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი“, - ნათქვამია ბრძანებაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203