ოზურგეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს
24-04-2018
ოზურგეთის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მოსწავლეებმა დამრიგებლებთან ერთად  სკოლის ტერიტორია დაასუფთავეს, ნარგავები დარგეს და ხეები შეათეთრეს.  

მოსწავლეთა თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, აქცია ტრადიციულად, ყოველ წელს  ჩატარდება და მეტი ნარგავი შეემატება სკოლის ეზოს.​​

დედამიწის დღე მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით ღონისძიებაში 190-ზე მეტი ქვეყნის 20 ათასამდე ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203